Friday, May 28, 2010

განა ძნელია ადამიანმა თავის ნაგავს მოუაროს?

ჩვენ ქართველები თავს გამორჩეულ ერად ვთვლით.მართლაც რომ აღსანიშნავი ერი ვართ,მაგრამ უარყოფითი თვისებაც ბევრი გვახასიათებს...
ჩვენი ქვეყნის სილამაზე დასაფასებელია,მას მოვლა და პატრონობა სჭირდება.ჩვენი ,ქართველების პრობლემა ისაა,რომ ყველაფერს ადვილად ვეგუებით.ხალხს არ აწუხებს დაბინძურებული ქუჩები,ჰაერი და ა.შ.სიბინძურე ჩვენთვის ტრადიციად იქცა:ქუჩები,ეზოები,სადარბაზოები,ზღვის სანაპიროები და საერთოდ,სადაც გაიხედავ ყველგან სიბინძურეა.უბედურება ისაა ,რომ ამას ისი ვიღებთ თითქოს ასეც უნდა იყოს.არანაირი ზომები,არანაირი კანონი ,რომელიც ჩვენ დაჩვენს ქალაქს დაგვიცავს ბინძურისაგან,თუმცა არსებობს იმის მრავალი საშუალება,რომ საზოგადოება გამოვაფხიზლოთ და გავანთავისუფლოთ ამ მავნე სენისაგან.განა ძნელია ადამიანმა თავის ნაგავს მოუაროს?...
პასუხი ყველას ყოველთვის ერთი აქვს:მერე რა მოხდა ,ყველა ქვეყანაშია ნაგვის პრობლემა.ეს პასუხი საკმაოდ უსიამოვნო და არადამაჯერებელია,ვინაიდან "სხვაგან" გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.




როგორ ვებრძოლოთ ნაგვის პრობლემას?

ნაგვის პრობლემას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ებრძვიან სხვადასხვა გზით,აგებენ ნაგავგადამამუშავებელ ქარხნებს,იყენებენ ნარჩენებს.მაგ.სასათბურე მეურნეობაში სასუქად იყენებენ,მისგან გამომუშავებული გაზით კი სათბურებს ათბობენ.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა,აწყობენ სასარგებლო აქციებს,მაგ.უკრაინაში ხშირად ეწყობა ასეთი აქციები.იტალიაში კი ე.წ. ჯარიმებია დაწესებული,ქუჩაში სიგარეტის ნამწვის დამგდები 100 ევროთი ჯარიმდება.
დროა ამ პრობლემის მოგვარებაზე ჩვენც დავფიქრდეთ.მართალია,მთავრობამ ამაზე ნაწილობრივ უკვე იზრუნა,შექმნქ დასუფთავების სამსახური,სადაც დასაქმდა უამრავი ადამიანი.თითქმის ყოველ ნაბიჯზე დგას ნაგვის ურნები,მაგრამ ამ პრობლემის გადასაჩრელად საზოგადოების მასობრივი აზროვნების შეცვლაა საჩირო.ნამდვილად ვერ გასუფთავდება ქვეყანა,როცა მოსახლეობის 70% მას ანაგვიანებს და მხოლოდ 30% ზრუნავს სისუფთავის დაცვაზე.
იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ ეს" მარადიული პრობლემა",კარგი იქნება ჩვენთანაც თუ მოეწყობა სასარგებლო აქციები,ე.წ. შაბათობები,სადაც ხალხი ერთმანეთის თანადგომით დაასუფთავებს ქუჩებს.
გამოკითხვისას ერთმა ახალგაზრდამ ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით თავი გაიმართლა:რაც კანონით აკრძალული არაა დასაშვებია.აქედან გამომდინარე კარგი იქნება, თუ კანონითაც იქნება დაცყული ჩვენიქვეყანა დაბინძურებისაგან.ერთ-ერთი გამოსავალი ჯარიმის დაწესებაა,ეს ჯარიმა არ უნდა იყოს იმის მიხედვით,თუ რა მოცულობის ნაგავს დაყრის ადამიანი,ეს უნდა იყოს ყველაფერზე ერთნაირად.საბოლოოდ დანაგვიანების სურვილი ყველას ავტომატურად გაუქრება.ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქალაქს,ბუნებას,რადგან გარემოს დაბინძურება პირველ რიგში ჩვენთვისაა საზიანო.შევინარჩუნოთ სისუფთავე,ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში.
ნუ დავყრით ნაგავს და ნუ დავაბინძურებთ გარემოს!




რაში შეიძლება გამოვიყენოთ"ნაგავი"?




შესაძლებელია ნაგვის გადამუშავება და სასარგებლოდ გამოყენება.მაგრამ ჩვენ,ქართველები ძირითადად რესურსებს გამოყენების ნაცვლად ვანადგურებთ.ნაგავი ერთგვარი რესურსია,"ჭკვიანი" ადამიანები ამ რესურსს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ.ნაგვის გადამუშავებით შესაძლებელია გაზის და ელექტრო ენერგიის მოპოვება.
ის,რომ ნაგვითაც შეიძლება რამის გაკეთება ამის უამრავი მაგალითი არსებობს.მაგ.უკრაინაში ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა ჩაატარა საკმაოდ ხალისიანი აქცია.ერთი დანაგვიანებული ადგილი დაასუფთავეს დაშემდეგ ფიგურები გააკეთეს.
ასე რომ, ნაგავს მრავალმხრივ სასარგებლო გამოყენება აქვს,მთავარია საზოგადოებამ ეს გააცნობიეროს.დავგავოთ ნაგავი და გამოვიყენოთ "გამოუსადეგარი"ნივთები ჩვენივე სასარგებლოდ.




ნაგავსაყრელებიც კი საზიანოა......

არალეგალური ნაგავსაყრელები ყოველ სოფელსა და ქალაქშია.ჩვენს ქალაქშიც არის ასეთი ადგილები,ე.წ. გლდანის ნაგავსაყრელი.რომელიც დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას.მისი წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი საზიანოა ადამიანთა ჯანმრთელობისთვის.ახალი დასასიამოვნო ფაქტი კი ის გახლივთ,რომ უახლოეს ორ წელიწადში სოფელ ნორიოში შენდება ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა,ეს ფაქტი მართლაც მისასალმებელია,რადგან ადამიანთა ცხოვრება გახდება უფრო უსაფრთხო და კომფორტული.

Friday, May 21, 2010

იარსებებს სრული სისუფთავე?

Street Cleaner8:38Added to



queue
Street Cleaner


ნუ დავყრით ნაგავს, ვიცხოვროთ სუფთა ქვეყანაში